четверг, 18 марта 2010 г.

სკოლის იუბილე

1.პროექტის სახელი:სკოლის იუბილე
2. პროექტის მოკლე აწერა: ჩვენი სკოლა 130 წლისაა,მიაქციეთ ყურადღება–– სკოლა, და არა შენობა .
3. პროექტის სრული აღწერა: სკოლის იუბილის ფარგლებში გაიმართება– ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მოსწავლისმიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება – სკოლის ისტორიის შესახებ, საბუნებისმეტყველო კათედრა კი წარსდგება კონფერენციით.
საკონფერენციო თემებად ავირჩიე საქართველოში უძველესი ჯიშები–ვაზი და ხორბალი.მოსწავლეები არიან ძიების პროცესში,ვიკავით საჯარო ბიბლიოთეკაში,ვგეგმავთ ექსკურსიას სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში–ქალბატონ მაია ბარათაშვილთან,იგი ბავშვებს ესაუბრება ვაზის ადგილობრივი ჯიშების შესახებ,დაგეგმილია აგრეთვე შეხვედრა ინსტიტუტის სხვა პროფესორ–მასწავლებლებთანაც.მოვიძიეთ მასალები განამარხებული ფორმების შესახებაც(წიგნის ავტორი:ნანა რუსიშვილი"ვაზის კულტურა საქართველოში,პალეოეთნობოტანიკური მონაცემების საფუძველზე"),ვამზადებთ სლაიდ–შოუს მოძიებული მასალის შესახებ.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: საერთო ღონისძიებაში1–ლიდან მე–12 კლასის ჩათვლით,კონკრეტულად საბუნებისმატყველო კათედრისმიერ ჩატარებულ კონფერენციაში კი მე–9 და მე–10 კლასელები არიან ჩართული.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: თემატურიექსკურსიის მოწყობა,დამხმარე ლიტერატურის მოძიება ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტში, დისკუსიის გამართვა,ჯგუფური მუშაობების ჩატარება, შთაბეჭდილებების გაზიარება–დისკუსია,განხორციელებული პროექტის შესახებ ინტერნეტში მასალის გამოქვეყნება.
7. მოსალოდნელი შედეგები:1) ბავშვები უკეთ გაეცნობიან საკუთარი სკოლის ისტორიას.2)შეხვდებიან ამავე სკოლის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულებს.3)მათ გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების უნარი,ჯგუფურად მუშაობის უნარ–ჩვევები.
8. სარგებელი სხვებისთვის:
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ;ისტორიასთან,ბიოლოგიასთან,პალეონტოლოგიასთან და ა.შ
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ძალების გამოყენებით.
12.პროექტის ფასილიტატორი:მანანა ალიბეგაშვილი და კათედრებისმიხედვით სხვა თნამშრომლები
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tamartavlalashvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი:shokoladi-2.blogspot.com